“მე-17 სკოლა გლოვობს მის მე-6 კლასის მოსწავლეს, მოსიყვარულეს, საოცრად თბილ, თავმდაბალ, კეთილ, მეგობრულ, მოციმციმე ნიაკო ბახუტაშვილს, ავტოკატასტროფამდე 2 საათით ადრე გვირილები,რომ დაუკრიფა დედიკოს.ეს არის მდგომარეობის ტრაგედია, როცა უძლური ხარ შეცვალო რეალობა, როდესაც არ იცი, როგორ გამოხატო მწუხარება, ნუგეში ან მრისხანებაა
გავუფრთხილდეთ ყველაზე ძვირფასს ამ ქვეყნად – ბავშვებს და მათ სიცოცხლეს!!!” – ვკითხულობთ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის ფეისბუკ გვერდზე.
2 მაისს, საღამოს ნიკეას ქუჩაზე ველოსიპედით მოძრავ მოზარდს სწრაფად მავალი ავტომობილი შეეჯეხა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია. მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.