ავარია ლაგოდეხის სოფელ ნინიგორში – შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მცირეწლოვანმა ბიჭმა მიკროავტობუსს გადაურბინა. მან მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა ქვედა კიდურის არეში მიიღო.
ბავშვი ტვინის შერყევით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.