ავარია ლილო-რუსთავის გზაზე .
“მერსედესი”-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.
ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფება, მათ დამტვრეული მანქანიდან უვნებლად გამოაღწიეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ უამინდობის გამო მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
ინფორმაციას ” რუსთავი ინფო” ავრცელებს.