ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას თელავის მუნიციპალიტეტში
ავარია სოფელ წინანდალში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მცირე, ღია ტიპის ტრაქტორს შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ტრაქტორის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
პერიმეტრზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ავარია სამტრედიაში მსხვერპლით დასრულდა
სამტრედიაში მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეასკდა - არის მსხვერპლი სამტრედიაში, სოფელ ახალსოფელთან ავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერს მსუბუქი ავტომობილი შეასკდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ...










