ტრაგედია შირაქის გზაზე. ავარიას და-ძმა ესმხვერპლა. მსუბუქ ავტომობილს ტრაქტორის მისაბმელი შესაწამლი აპარატით დაეჯახა. ტბის მიმდებარედ მისაბმელი მოსახვევში ტრაქტორს ჩაეხსნა და მსუბუქ მანქანას დაეჯახა. მანქანაში მყოფი სამი ადამიანიდან ორი, და ძმა, 37 და 35 წლის ვალერი და თამუნა ფრიდონაშვილები ადგილზე გარდაიცვალნენ. მესამე დაშავებული რაიონის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც მორიგე ექიმი ამბობს პაციენტს სერიოზული დაზიანება არ აქვს.
და-ძმა ზემო ქედიდან არიან და სოფელში ავადმყოფი ბებიის სანახავად მიდიოდნენ. ტრაქტორის მძღოლი დაკავებულია, გ.ფ._ს , რომელიც გურჯაანის რაიონიდანაა, წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიესაჯა.