მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანი დღეს 59 წლის გახდებოდა. ამასთან დაკავშირებით მისი მეუღლე, ქეთათო პოპიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს 59 წლის გახდებოდი. ძალიან მიყვარს შენი დაბადების დღე, ყოველი 19 ნოემბერი განსაკუთრებული დღეა ჩემთვის. მიმძიმს ამ დღის უშენოდ აღნიშვნა და ყოველთვის ერთი და იგივე დილემის წინაშე ვდგავარ – ჯერ საფლავზე გავიდე, თუ მემორიალთან?! რადგან სადღაც სხვაგან, გარეთ წარმოუდგენელია შენი მოძებნა, რადგან ყოველთვის იყავი და ხარ იქ, სადაც ყველაზე მეტად მჭირდები და თუნდაც შენი ხმის ერთი გაგონება, ერთი ფრაზაც კი საკმარისია იმისთვის, რომ განუსაზღვრელი სითბო და სიყვარული გასცე, მანუგეშო, აბსურდულ ქაოსში რწმენა გამიმყარო და მომცე ძალა. მეფე, გაგიმარჯოს!“, – წერს ქეთათო.