LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ადგილობრივი წარმოების 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის ფონდი „ქართუ“  შეიძენს

ადგილობრივი წარმოების 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის ფონდი „ქართუ“ შეიძენს

დაპოსტა 2020/04/16-ში
A A
149
ნახვა
გაზიარება

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობიდა აცნობეს.

მათი ცნობით, წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირბადეები მოხმარდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს Covid-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას.

„მოგეხსენებათ, Covid -19 არის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც ბევრი ახალი, სამწუხარო სიახლე შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყველანი, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდით უნდა მივეჩვიოთ ყოველდღიურად პირბადით, ხელთათმანებით ცხოვრებას. თუმცა, ასევე, ამ გამოწვევის შედეგია, რომ დღეს, ისეთ ელემენტარულ ნივთზე, როგორიცაა სამედიცინო პირბადე, გლობალური დეფიციტია შექმნილი. ქართულმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა დანადგარი, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე აწარმოებს ერთჯერად სამედიცინო პირბადეს, რომელიც ასე გვჭირდება ჩვენ და ჩვენს მედიკოსებს. კომპანია უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ დამატებით ხაზს აამოქმედებს და შეძლებს დღეში დაახლოებით 250 000 ერთჯერადი პირბადის წარმოებას. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ „ქართუ“ ჯგუფმა აიღო ვალდებულება და ამ საწარმოში წარმოებულ პირველ 4 მილიონ პირბადეს, სახელმწიფოს, მთავრობას აჩუქებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პირბადეები მოხმარდება ჩვენს სამედიცინო სექტორს, მათ, ვინც წინა ხაზზეა კოვიდ-19-თან ბრძოლაში. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“. ის, როგორც ყოველთვის, გვერდში უდგას სახელმწიფოს და ყოველთვის გვეხმარება იქ, სადაც ყველაზე უფრო გვჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, StopCov-ფონდში იმ 100 მილიონის გადმორიცხვისთვის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს.

როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, შესაბამისი მასალის საქართველოში ჩამოტანა შეძლო.

„ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს მდგომარეობას იმ კუთხით, რაც გამოწვეული იყო მსოფლიო მასშტაბით არსებული პირბადეების ზოგადი დეფიციტით. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ფონდ „ქართუს“ ძალიან დიდი წვლილი. „ქართუ“ დგამს კიდევ ერთ უპრეცედენტო ნაბიჯს და 4 მლნ პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც დღეს გაგვაჩნია Covid-19-ის ინფექციასთან ბრძოლიდან გამომდინარე“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ნიღბების საქართველოში წარმოება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წვლილს.

„დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ებრძვის ახალ, უხილავ მტერს, მსოფლიო პანდემია Covid-19-ს, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში. ფონდმა „ქართუმ“ გადაწყვიტა, შეიძინოს და სახელმწიფოს გადასცეს საქართველოში წარმოებული 4 მილიონი სამედიცინო პირბადე. ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, შპს “რესპირატორი”, რომელმაც მოახერხა ამ ხაზის უმოკლეს დროში გამართვა და მწყობრში მოყვანა. ფონდმა „ქართუმ“, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ 100 მილიონი ჩარიცხა, კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში და ამასთან ერთად ახორციელებს შემდგომ დახმარებას სახელმწიფოსთვის. ჩვენ ამ საწარმოსგან აღნიშნულ პირბადეებს შევიძენთ და გადავცემთ სახელმწიფოს, რომელიც მას მოიხმარს როგორც ჯანდაცვის, ისე სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებში. ვიმედოვნებთ, ამით აღმოიფხვრება ის დეფიციტი, რომელიც მთელ მსოფლიოშია და ბუნებრივია, საქართველოშიც გაჩნდა სამედიცინო დაცვის საშუალებებთან მიმართებაში“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. კომპანია „რესპირატორი“ დაარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება – ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.

გაზიარება138

დაკავშირებული -პოსტები

104 წლის ასაკში ცნობილი ჭიათურელი მეცნიერი ელენე აბაშიძე გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 28, 2026
0
ვინ არის ჭიათურელი ქალბატონი რომელიც „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაშია შეყვანილი
მთავარი

104 წლის ასაკში ცნობილი ჭიათურელი მეცნიერი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელენე აბაშიძე გარდაიცვალა. ელენე აბაშიძე 1922 წელს ჭიათურაში დაიბადა. ელენე აბაშიძე არის 540 სამეცნიერო ნაშრომისა და 13 200 ექსპერიმენტის ავტორი. მან...

დაწვრილებითDetails

ზესტაფონში პოლიციელებს თავს დაესხნენ

by მეგა TV
ივნისი 28, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს, ზესტაფონში, სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე მათ...

დაწვრილებითDetails

ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა
მთავარი

ამ წუთებში, თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა - ინფორმაციას და ფოტოს გამოცემა “გურია ნიუსი” ავრცელებს. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.  ჯერ-ჯერობით უცნობია შემთხვევის მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად…” -16 წლის მოზარდი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად…” -16 წლის მოზარდი გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გორში 16 წლის ვიკა არუთინიანი გარდიაცვალა. როგორც გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ამბობენ, მოზარდს დენმა დაარტყა. „დღეს კიდევ ერთი უმძიმესი ამბავი გავიგეთ, კარგი სიახლე ხომ ძალიან იშვიათი გახდა....

დაწვრილებითDetails

„გოგო ლამის სისხლისგან დაიცალა…სად გაიქეცი, როგორ არ მობრუნდი“ -ძაღლმა ქალი დაკბინა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ვარკეთილში პიტბულმა ქალი დაკბინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 26 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე მაკა ქობალიამ გაავრცელა: „ვარკეთილის მეოთხე მიკროში, 414-ის ეზოში, პიტბულის პატრონო, ილოცე, რომ ჩემი მეგობარი კარგად იყოს და მშვიდობით...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება გარემოს ეროვნული სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

სენკში სტიქიას ებრძვიან

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სენკში სტიქიას ებრძვიან
მთავარი

სენკში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ ქალაქში მძიმე პრობლემები შექმნა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაიტბორა საცხოვრებელი სახლებიც. სენაკის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სტიქიის  ზონაში პირველივე წუთებიდან მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. მათივე ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი. ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს. „ლეგენდარული გენო ნადირაშვილიც წავიდა პაწაწინა საქართველოდან დიად ზეციერ საქართველოში ტკივილია მისი წასვლა, მაგრამკვე იყო...

დაწვრილებითDetails

ქვეითს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჩალაუბანთან მოხდა. სამარშრუტო ტაქსიდან გადასული ქალი ცენტრალურ მაგისტრალს კვეთდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ქვეითი ადგილზე...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სხვადასხვა დროს ქუვეითის ორი და ირანის ერთი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"