LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი, სადაც დაზიანების კვალი არ ეტყობოდა”-რა დეტალები ვრცელდება თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე

“ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი, სადაც დაზიანების კვალი არ ეტყობოდა”-რა დეტალები ვრცელდება თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე

დაპოსტა 2023/12/12-ში
A A
86
ნახვა
გაზიარება

საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, “ოდიშინიუსმა” პირველმა გაავრცელა ინფორმაცია გალის რაიონის სოფელ წარჩეში, აფხაზი ე.წ. მილიციელების მიერ ნაცემი თემურ კარბაიას გარდაცვალების შესახებ.

კარბაია 9 დეკემბერს, სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კლინიკას მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო მიმართა: კარბაიას აღენიშნებოდა მოტეხილობები, თავის ქალის დაზიანება, ჰქონდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები როგორც სხეულზე, ასევე სახეზე. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

თემურ კარბაიასა და აფხაზური ე.წ. მილიციის თანამშრომლებთან კონფლიქტი 7 დეკემბერს მოხდა, თუმცა, ამ კონფლიქტის მილიციისეული ვერსია კარდინალურად განსხვავდება იმისგან, რაც სინამდვილეში მოხდა.

კარბაიას გარდაცვალების შემდეგ ე.წ.-მა შსს-მ განაცხადა, რომ თემურ კარბაია (დაბ.1979წ.), გალის ბაზარში დააკავეს მას შემდეგ, რაც განყოფილებაში შევიდა სატელეფონო შეტყობინება, ბაზარში მყოფი აგრესიული მოქალაქის შესახებ, რომელიც გამვლელებსა და გამყიდველებს აგინებდა და ეჩხუბებოდა. თვითგამოცხადებული შსს-ს ვერსიის თანახმად, ის დააკავეს და გადაიყვანეს გალის განყოფილებაში, სადაც ასევე აგრძელებდა აგრესიას და ცდილობდა თვითდაზიანებების მიყენებას, რის გამოც გადაიყვანეს გალის საავადმყოფოში, საიდანაც პროფილაქტიკური ღონისძიებების შემდეგ გაუშვეს 7 დეკემბერს, დილით.

მათივე განცხადებით, კარბაია სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს 9 დეკემბერს, სადაც გარდაიცვალა, ხოლო სოხუმში მიიყვანეს გალის საავადმყოფოდან, რომელსაც თავად მიმართა და განაცხადა, რომ თავს ცუდად გრძნობდა.

თვითგამოცხადებული შსს-ს განცხადებით, კარბაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.

თუმცა “ოდიშინიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ არც მოკვლევა მიმდინარეობს და არც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მეტიც: სოხუმიდან გალში ჩასულმა შსს-ს მაღალჩინოსანმა იმ “მილიციელებს” ვინც კარბაიას სცემა, ურჩია, ცოტა ხნით არ გამოჩენილიყვნენ, დაკრძალვას დალოდებოდნენ და საქმის ჩაფარცხვას დაჰპირდა.

კარბაიას მკვლელობასთან დაკავშირებული, ანუ იმ ე.წ. მილიციელების ვინაობა, რომლებმაც ახალგაზრდას სასიკვდილოდ სცემეს, ცნობილია. “ოდიშინიუსის” ინფორმაციით, ესენი არიან დავით კვეკვესკირი, ვიანორ აბშილავა და ალიკა ზარაქუა. 

გალის ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის გარდა, “მილიციის ბესპრედელზე” უკვე ხმამაღლა საუბრობენ არაქართველებიც. მაგალითად, გალის საავადმყოფოს იმ ექიმმა, რომელმაც თემურ კარბაია მიიღო, თქვა, რომ “შემოყვანის დროს მას სხეულზე ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი, სადაც დაზიანების კვალი არ ეტყობოდა”. მისივე თქმით, კარბაიას მოტეხილობებიც მრავლად აღენიშნებოდა.

თემურ კარბაიას ცხედრის სასამართლო ექსპერტიზა არ ჩატარებულა. ცხადია, კარბაიას ოჯახის წევრები პრეტენზიას ვერ უყენებენ მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებს, რადგან კარბაიას ნათესავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და, ფაქტობრივად, მძევლები არიან.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ გალის რაიონიდან გაიტაცეს და წამების შემდეგ მოკლეს კიდევ ერთი ადგილობრივი ქართველი გოგო – ნათია ბახტაძე. მისი ცხედარი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი, რის გამოც, სავარაუდოდ, საქმე მალე დაიხურება, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულს, რომელიც აღიარებითი ჩვენებით გამოცხადდა ე.წ. მილიციაში და ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია, ცხედრის (მტკიცებულების) არარსებობის გამო, მალე გაათავისუფლებენ და საქმესაც დახურავენ.

 

წყარო: odishinews.ge

თეგები: აფხაზი მილიციელების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობათემურ კარბაიას
გაზიარება34

დაკავშირებული -პოსტები

ხანძარი ქუთაისში – დამწვარია რამდენიმე ობიექი

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
ხანძარი ქუთაისში – დამწვარია რამდენიმე ობიექი
მთავარი

ხანძარი იყო გვიან ღამით ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრის მიმდებარედ - "ინფო იმერეთის" ინფრომაციით, დამწვარია 15-მდე ობიექტი, სრულად არის განადგურებული პროდუქცია. არსებული ინფორმაციით, ხანძარი თავდაპირველად ერთ-ერთ ობიექტში გაჩნდა და შემდეგ სწრაფად მოხდა...

დაწვრილებითDetails

მშობლებს მკვლელობით დაემუქრა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა – დაკავებულია მამაკაცი

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

დაწვრილებითDetails

სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მობილური ტელეფონი გასტაცა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.   გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ პირს ცივი იარაღის დემონსტრირებით,...

დაწვრილებითDetails

ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.  ...

დაწვრილებითDetails

გამოეკიდა, რომ არასრულწლოვანი დასვა მანქანაში – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
მძიმეა 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა
მთავარი

13 ივლისს, გორში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაღუპულების ახლობელი, ირმა ამბარდნიშვილი შემთხვევის ახალ გარემოებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ავარიის ღამეს, შესაძლოა, საჭესთან რევაზ ელიზბარაშვილი...

დაწვრილებითDetails

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ვერძი დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. კარგი დროა დაგეგმილი საქმეების დასასრულებლად. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ....

დაწვრილებითDetails

18 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
როგორი ამინდი გველის 26 აგვისტოს
მთავარი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +23, +28°; მაღალ...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში დაკარგული საქართველოს მოქალაქის ავტომობილი მდინარეში იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
ქუთაისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
მთავარი

პოლონეთში დაკარგული საქართველოს მოქალაქის ავტომობილი მდინარეში იპოვეს. ოჯახი 38 წლის რაბიტ ბაქიევს 2025 წლის 9 თებერვლიდან ეძებს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მკვიდრი რაბიტ ბაქიევი პოლონეთში სამუშაოდ იყო წასული.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავტომობილი სკოლის წინ მოაჯირს შეეჯახა

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
ქუთაისში ავტომობილი სკოლის წინ მოაჯირს შეეჯახა
მთავარი

ქუთაისში ავტომობოლი სკოლის წინ მდებარე მოაჯირს შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბალახვანში, მე-12 საჯარო სკოლასთან მოხდა. როგორც თვითმხილველი ,,მეგა ტვ"-ს უყვება ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი მკვეთრად შეიცვალა – დაანონსებული სიცხე წვიმამ ჩაანაცვლა

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
მთავარი

საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად თბილი და სეზონისთვის დამახასიათებელი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის დიდ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა მაღალი იქნება, თუმცა ცალკეულ რეგიონებში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"