სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია რომ დედამ ჩვილი სამშობიარო სახლში მიატოვა, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
საზოგადოების ნაწილი მხოლოდ ბავშვის ბედით დაინტერესდა და დედის გაკიცხვა დაიწყო, ნაწილმა კი ხალხს დედის უმძიმეს გადაწყვეტილებაზე დაფიქრებისკენ მოუწოდა.
,,დედამ ბავშვი მიატოვა… დედამ ბავშვი მიატოვა… რამდენი ლანძღავთ იმ უბედურ გოგოს? მოიკითხა მაინც ვინმემ რა ბედი ეწია? რამდენი წლისაა დედა,არავის დაებადა კითხვა რამ აიძულა ასე მოქცეულიყო. მიტოვებული შვილების 99 პროცენტი დედას ეძებს,პატიობს და გულში იხუტებს თავის დატანჯულ დედას, რომელმაც საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა, რასაც სინდისის ქენჯნა ქვია… მარიამს აუცილებლად გამოვუჩნდებით პატრონები,ჩემს გარდა მილიონი დედა, ქალი, კაცი წერს რომ იშვილებს. დედაც მოვიკითხოთ, იქნებ დედაც საშველია… – წერს მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.
,,ფაქტია, რომ მოხდა და ეს პატარა ანგელოზი სამშობიაროში დატოვა მშობელმა დედამ, მაგრამ მე მაინც არ მჯერა, დედაშვილური სიყვარულის ასეთი უძლურების.
ასეც რომ იყოს, ენა არ მიბრუნდება რამე ცუდი ვთქვა დედაზე.
წარმოდგენა არ მაქვს, რა გაიარა, ან ახლა რას გადის.
შესაძლოა, მძიმე დამნაშავეა, ამ პირიქით, სრულიად უდანაშაულო.
მე იმის მწამს, რომ დედაშვილური სიყვარული აბსოლუტური კატეგორიაა და თუ ადამიანი ამას აკეთებს, შვილს ტოვებს, სერიოზული პრობლემა აქვს.
რა სახის, არ ვიცი, მაგრამ უაღრესად სერიოზული, საგანგაშო (!) და დახმარება სჭირდება.
თანადგომა და არა მოკვეთა.
ნაცვლად მიწასთან გასწორებისა, იქნებ მოგვეძებნა და გვეშველა.
თუ ამდენმა ხალხმა ვერაფერი შევძელით, მარტომ რა უნდა ქნას ამ სამხეცეში.
ღვთისმშობელმა დაიფაროს პატარა მარიამი. ♡” – წერს ნიკა ჩერქეზიშვილი.
,,აი იმ ექიმმა, ყალბი პათოსით რომ პოსტი გამოდო მიტოვებულ მარიამზე თუ იცის, მარიამის დედამ რამდენი ხანი არწმუნა ბავშვის მამა, მამობა რომ გაეწია ჩვილისთვის. “ნაბიჭვარი” რომ არ გაეჩინა და სოფელს, ეზოს, ნათესავებს, ოჯახს “ბოზი” რომ არ ეძახებინა მისთვის.
თურმე დედა არწმუნა შვილი არ მიეტოვებინა! მამა? მამაზე რა გაარკვიეთ?!
ვიდრე სხვისი პირადი ჩვენი საქმეა, სიტყვა ნაბიჭვარს უმამოდ გაჩენილი ბავშვების კონტექსტში ვიყენებთ, სიყვარული, სექსი, ურთიერთობა ბოზობაა, ვიდრე მეანები, ექთნები ვერ ხვდებიან რომ დედა და მამა ერთი პასუხისმგებლობის მქონეა, მარიამები ყოველთვის მოძებნიან ახალ მშობლებს.” – წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.










