აშშ-ში, კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე ინჟინრებმა შექმნეს ბიოელემენტი, რომელიც ადამიანის სხეულის მიერ გამომუშავებული ენერგიით ელექტრონულ მოწყობილობებს დამუხტავს.
ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა ბიოელემენტის თხელი ფირფიტები ადამიანის თითის ბალიშებზე განათავსეს და დაამტკიცეს, რომ მას კანიდან გამოყოფილი ოფლიდან საკმარისი ელექტროენერგიის გენერირება შეუძლია, რათა სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობების მუშაობა უზრუნველყოს. საგულისხმოა, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენებით მიღებული ენერგია იზრდება, თუ თითები აქტიურად მოძრაობს, მაგალითად, კლავიატურაზე ტექსტის ბეჭდვისას ან კლავიშიან ინსტრუმენტზე დაკვრისას.
ინჟინრები სამომავლოდ საკუთარი მოწყობილობის დახვეწას გეგმავენ, რათა მისი ტარება ხელთათმანის მსგავსად იყოს შესაძლებელი. ბიოელემენტის საშუალებით ისინი, ასევე, მობილური მოწყობილობების უსადენოდ დამუხტვის პერსპექტივასაც განიხილავენ.










