ადამიანები ავტომობილებზე მიახეთქეს და ცეცხლი ჩაყარეს – ამის შესახებ რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხდა. მისი თქმით დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციას შორის მაშინ მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეები ”ენკას” ავტომობილს არ ატარებნენ.
ცნობისთვის, დღეს რიონის ხეობის მცველებმა გუმათში ”ენკას” ოფისთან გზა გადაკეტეს. ვარლამ გოლეთიანის მოწოდებით პროტესტანტები გზაზე მხოლოდ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს არ ატარებდნენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, დატოვოს ტერიტორია კომპანია ”ენკამ” და შეწყდეს ნამახვანჰესის მშენებლობა. აქციის მონაწილეები დღის განმავლობაში სკანდირებდნენ ”წადი!” ”წადი!”.
უკვე რამდენიმე დღეა ნამოხვანში შესასვლელუ გზა სამართალდამცავეს ჩაკეტილი აქვთ, მათ სოფელში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალეს და ტერიტორია მოხნეს. როგორც ცნობილია ენკა ჰესის მშენებლობის მოსამზადებენ სამუშაოებს აგრძელებს.რიონის ხეობის პროტესტი კი, მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა 171-ე დღეა გრძელდება და ჰესის მოწინააღმდეგეები ღია ცის ქვეშ დღეს კიდევ ერთ ღამეს გაათევენ. როგორც ვარლამ გოლეთიანი აცხადებს პროტესტი ხვალ გაგრძელდება.