რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ სოციალურ ქსელში ანანო ზოიძე წერს:
“გუშინ მოკლეს ამირან ბაბუა. გუშინ მოკლეს საკუთარ ოთახში!
მოკლა ერთმა არაქალმა, არაადამიანმა! 2 შვილის დედამ!! უსუსური, უდანაშაულო მოხუცი.
2018 წელს გავიცანი სურათის გადაღების დღეს.
ვეხმარებოდი რითიც და როგორც შემეძლო.
ცხოვრებისგან დაჩაგრული, სოციალურად დაუცველი და მაინც ყველანაირად უბოროტო, უკეთილშობილესი ადამიანი იყო.
ფისოებს და ლეკვებს უვლიდა, სასადილოდან მოჰქონდა საკვები და მათ უნაწილებდა ლუკმას! და ის მოკლეს.
23 წლის გოგო დაიჭირეს. 2 შვილის დედა. ამირანის სართულზე ცხოვრობდა.
1თვის წინ ამირანი გაქურდეს (მომიყვა) და საკმაოდ დიდი თანხა წაიღეს, აგროვებდა პენსია +სოციალურს.“, – წერს ანანო ზოიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რუსთავში 80 წლის კაცისმკვლელობისთვის 24 წლის გოგო დააკავეს.










