NASA-ს სპეციალისტებმა ჰაბლის ტელესკოპის ამუშავება შეძლეს.
ინჟინრებმა შეამოწმეს სამეცნიერო ინსტრუმენტები და ტელესკოპმა პირველი დაკვირვება შაბათს გააკეთა.
”ჰაბლი არის ხატი, რომელიც სამი ათწლეულის განმავლობაში გვაწვდიდა კოსმოსის წარმოუდგენელ ხედებს. ძალიან ვამაყობ ჰაბლის გუნდით, მათი თავდადებისა და გააზრებული მუშაობის წყალობით, ჰაბლი გააგრძელებს თავის 31 წლიან მემკვიდრეობას და გააფართოვებს ჩვენს ჰორიზონტს სამყაროს შესწავლის კუთხით”, – განაცხადა NASA-ს ხელმძღვანელმა, ბილ ნელსონმა.
13 ივნისს, ჰაბლის მთავარი კომპიუტერი გაითიშა. ინჟინრები მის შეკეთებას და ამუშავებას დედამიწიდან ცდილობენ.