ხონში სოლომონ მეორეს ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ქვეითი.
თვითმხილველების თქმით ქვეითმა გზაზე გადაირბინა, რამაც ორი სწრაფად მოძრავი ავტომობილის შეჯახება გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
შსს-ს ცნობით გამოძიება სსრკ-ის 276 მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ გულისხმობს, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.