ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათიდან ქუთაისის ცხელების ცენტრში გადაყვანილ მამაკაცს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა. ამის შესახებ “მეგა ტვ”-ს ხონის მუნიციპალიტეტში განუცხადეს.
როგორც დღეს “მეგატვ”-ს მთავარის სპეციალურ გამოშვებაში ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ განაცხადა, ხონში შემოწმებულ არც ერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ქუთაისში კორონავირუსზე მკურნალობას 23 ადამიანი აგრძელებს. ჯამში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთის განკურნებას ხვალ ელოდებიან.