“ლაზარეს გადარჩენისთვის იბრძოლე…
ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან.
მთელი საქართველო გგლოვობთ შენ და ლაზარეს…
დღეს დილას უკანასკნელად მომესალმე, თურმე.
ისღა დაგვრჩა ნუგეშად, შენი თავი გვაპოვნინო…” – 6 აგვისტოს მდინარე ხობისწყალში დაღუპულ დედა-შვილს ნათესავი ემოციურ სტატუსს უძღვნის.
-რა მოხდა?-
32 წლის ელენე სახეიშვილი 7 და 4 წლის შვილებთან ერთად ხობის რაიონის სოფელ ქარიატაში ნათესავთან, დასასვენებლად ჩავიდა. დილით მან შვილები მდინარის პირას, იქვე ახლოს სასეირნოდ წაიყვანა, რა დროსაც 7 წლის ბავშვი მდინარეში გადახტა. წყალში მის საშველად სასწრაფოდ გადაეშვა დედაც, თუმცა, სწრაფმა დინებამ ორივე გაიტაცა.
ნაპირზე დარჩენილი 4 წლის ბავშვი ერთხანს დედას და ძმას უხმობდა, მერე კი სახლისკენ გაიქცა და მომხდარი ოჯახის წევრებს შეატყობინა.
ლაზარეს ცხედარი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 400 მეტრში იპოვეს, ელენეს ცხედარი კი, 6 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, არ იყო ნაპოვნი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დილიდან განახლდება.
დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
თურქეთის ქალაქ იზმირში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 53 წლის გია ელიაშვილი, წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო. ის თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ოჯახის ახლობლებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, რომ მამაკაცს...










