„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ ჩამოაყალიბა. ბიზნესმენმა ანაკლიაში გამართულ პრეზენტაციაზე არნიშნა, რომ აღნიშნულ მოძრაობას გუნდურობის, მიზნების მიღწევის, ერთობისა და ,საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი ექნება. „მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია – 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო, 12 კაც ლიდერს და 12 ქალს ლიდერს რაიონში, რადგან ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, თითოეულის გადასარჩენია. ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს“, – განაცხადა ხაზარაძემ. მეგატივი დაინტერესდა თუ როგორ აფასებენ ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას ქუთაისში და რა მოლოდინები აქვთ მოქალაქეებს.
ბიზნესმენი სამომავლოდ ბადრი ჯაფარიძესთან ერთად პარტიის დაფუძნებასაც აპირებს. მისი თქმით, ეს იქნება ლიდერების და არა რომელიმე სახელის პარტია. მწყობრად აწყობილი და შედეგზე ორიენტირებული. „ვიცი, რომ პოლიტიკაში კონკრეტული მიზნები და თარიღები არ უნდა დასახო, მაგრამ ჩვენ პირიქით გავაკეთებთ და ქვეყანა გამოვა ამ მენტალური ჭაობიდან, ან დავრჩებით“ – განაცხადა ხაზარაძემ.