საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ149 (ჭომა-შოვი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამინდის პროგნოზი მკვეთრად შეიცვალა – დაანონსებული სიცხე წვიმამ ჩაანაცვლა
საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად თბილი და სეზონისთვის დამახასიათებელი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის დიდ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა მაღალი იქნება, თუმცა ცალკეულ რეგიონებში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და...










