ასეთ მდგომარეობაზე ქუთაისში ავტოქარხნის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებლები საუბრობენ. სანიაღვრეების პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით თავს წვიმის დროს იჩენს, აქ მცირე ნალექის დროსაც კი გზაზე ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადასვლა დიდ სირთულესა და მოხერხებასთანაა დაკავშირებული.
მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე ავტომშენებლის პირველ შესახვევთან, გაჩერებაზეა. დიდი ტბა სწორედ იქ დგას , სადაც მოსახლეები ტრანსპორტს ელოდებიან და თუ შესაბამის სიფრთხილეს არ გამოიჩენთ თავისუფალად შესაძლებელია წვიმაში „უფასო აბაზანაც“ მიიღოთ.
გარდა ქუჩის ცენტრალური ნაწილისა პრობლემაა შესახვევშიც. აქ საკითხს კიდევ უფრო ამწვავებს ე.წ უგორი, რომლის შედეგად წყლისაგან მცირე აუზსს ვიღებთ . როგორც ლეიბორისტული პარტიის ახალგარდული ფრთის ხელმძღვანელი “მეგა-ტვ”-თან იუმორით აცხადებს აქ მალე თევზებს გაუშვებენ.