აღმოსავლეთ ავსტრალია ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას ებრძვის – საცხოვრებლის დატოვება ათასობით ადამიანს მოუწია, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ახალი სამხრეთ უელსის ზოგიერთ ქალაქში, 6 საათის განმავლობაში, იმ ოდენობის ნალექი დაფიქსირდა, რამდენიც, საშუალოდ, 1 თვის ნორმაა. მხოლოდ ამ შტატში, ევაკუაციის 14 ბრძანება გაიცა.
ვრცელდება ცნობები ორი დაღუპულის შესახებ, ერთი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.