ფოტოკონკურსი „წიგნი ობიექტივიდან“ დასრულებულია. კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში შედგა. 70 ფოტონამუშევრიდან სხვადასხვა ნომინაციაში 10 საუკეთესო გამოვლინდა. ფოტოს ავტორებს ფულადი ჯილდოები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი – ქეთი ჯანელიძე,
II ადგილი – სალომე კერესელიძე,
IIIადგილი – პაატა ნემსიწვერიძე,
ნომინაცია „იუმორისტული ფოტო“ – პაატა ნემსიწვერიძე,
ნომინაცია „ფოტორეპორტაჟი“ – მარიამ ღამბაშიძე,
ნომინაცია ფოტოფანტაზია „ტერენტი გრანელის პოეზია“ – გიორგი კოკელაძე,
ნომინაცია „ბიბლიოთეკის რჩეული“ – ბიბლიოთეკარები: ლალი კაპანაძე და ეკა ბარაბაძე,
ნომინაცია „ემოციური მკითხველი“ – მელანო ციბაძე,
ნომინაცია „I ფოტო“ – ნათია ჟღენტი,
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რჩეული – გიორგი კოკელაძე,
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, ომარ ნიშნიანიძის რჩეული – მარიამ ღამბაშიძე.
ასოციაცია „ქალები რეგიონების განვითარებისათვის“ ქალთა კლუბი ქუთაისის რჩეული – ქეთი ჯანელიძე,
საზოგადოება „ბაღისკიდის“ რჩეული – ლანა კოკაია.
თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის რჩეულები – პაატა ნემსიწვერიძე და გიორგი კოკელაძე.
კონკურსი წიგნი ობიექტივიდან წელს უკვე მე-6 ტარდება და მას ორგანიზებას ქუთაისის #13-ე საქალაქო ბიბლიოთეკა უწევს.