ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ერემეიშვილის განცხადებით დაიტბორა განჯისა და ფოთის ქუჩები. წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე, ასევე დაიტბორა საამქროები, სამანქანო გზები და მოსახლეობის ეზოები. ერემეიშვილის განმარტებით ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ისინი შეეცდებიან მოსახლეობას დახმარება აღმოუჩინონ.
სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე მუშაობენ საპატრულოსა და სამაშველოს ეკიპაჟები, ასევე ა(ა)იპ „სპეციალური სერვისებისა“ და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ბრიგადები.
https://www.facebook.com/MEGATVgeOfficial/videos/418801759039941/