ძიძიგურის შახტის მეშახტეები ტყიბულში საპროტესტო აქციას მართავენ.
გაფიცული მეშახტეები მოითხოვენ: სრულად ანაზღაურდეს გაცდენილი დღეები; დაუყოვნებლივ მოეწყოს ღია და საჯარო შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან სახელმწიფო უწყებების ჩართულობით; აცნობონ შახტის მდგომარეობის ამსახველი აუდიტორული დასკვნა და იმ ღონისძიებების შესახებ, რაც შახტის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად იგეგება.
მეშახტეები ძიძიგურის შახტთან არიან შეკრებილი.