ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაში, მსჯავდებულები, სავარაუდოდ, სასმელი წყლით მოიწამლნენ.
როგორც უფლებადამცველები ჯურნალისტებთან აცხადებენ, პატიმრები დილით ქუთაისიდან თბილისში, კლინიკა “ვივა მედში” გადაიყვანეს. ამ დროისთვის უცნობია როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
უფლებადამცველები არ გამორიცხავენ ენტეროვირუსსაც:
“ჩემი ერთ-ერთი პატიმარი მოიწამლა. არ ვიცი რის ბრალია, მაგრამ ვიცი, რომ ციხის თანამშრომლებიც პირბადეებით დადიან, რაღაცა ვირუსი არის” ამბობს ადვოკატი ნიკოლოზ კანკავა “მთავარ არხთან.”
“ქუთაისის მეორე დაწესებულებაში ენტეროვირუსის სიმპტომატიკით მოწამლული არიან მსჯავრდებულები და გადაყვანილი არიან “ვივა მედში”. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, არის 15 მსჯავრდებული, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ იყოს მეტიც. მათ შორის არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც.” – ამბობს ადვოკატი სოფო ბონდარენკო
ადვოკატები ციხის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს, ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ.