ქუთაისში სამი აგრარული ბაზარი გაიხსნა. მყიდველისათვის უკვე ღიაა ცენტრალური მწვანე ბაზარი. აქ მოხვედრა მხოლოდ ერთი შესასვლელიდანაა შესაძლებელი. დაწესებულია შიდა რეგულაციები. დაცულია დახლებს შორის დისტანცია. ბაზრის ხელმძღვანელის ოლეგ არღვლიანის განმარტებით ადგილზე ამ ეტაპზე 180 მოვაჭრეა. რაოდენობა გაიზრდება. ბაზრის გახსნის უაცილებლობაზე საუბრობენ, როგორც მყიდველები ისე გამყიდველები. შეზღუდვა აქ დასაქმებულთა იმ ნაწილის ჯიბეზე აისახა განსაკუთრებულად, რომლებიც საკუთარ წარმოებულ პროდუქტს ყიდიან
ქუთაისში კაცი დაჭრეს
ქუთაისში 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შემთხვევა ბალახვანის ცენტრში, მე-12 საჯარო სკოლის წინ მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ...









