დაპირისპირება ტაეკვონდოს ფედერაციაში. საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის წევრები პრეზიდენტის სულხან ბაბუაძის ერთპიროვნული მმართველობისა და კლანის წინააღმდეგ გამოდიან. პროტესტს ტაეკვონდოს ფედერაციის წევრი იმერეთიდან რომეო გურეშიძეც უერთდება.
“აი ეს არის ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია და არა სულხან ბაბუაძეს მიერ ერთპიროვნულად და დიქტატორულად მართული კანტორა.
P.S. ჩამოშორდეს სულხან ბაბუაძეს კლანი საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციას და მისცეს საშუალება იმ ხალხს ვინც მართლა პროფესიონალია, ვისაც ოფლი დაუღვრია ტაეკვონდოს განვითარებაში,რომ შევძლოთ აღუზარდოთ საქართველოს ნამდვილი მებრძოლები და მოვაპოვებინოთ მსოფლიოსა და ოლიმპიადის მედლები.” – წერს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელი იმერეთში რომეო გურეშიძე თავის ფეისბუკ გვერდზე.