შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1972 წელს დაბადებული მ.ე., 1990 წელს დაბადებული ლ.ა. და 1959 წელს დაბადებული ე.ლ. ხოლო, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 1972 წელს დაბადებული ი.კ.
დანაშაულები 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ადამიანით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს. გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით გადაიბირეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქე და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ. კერძოდ, დაზარალებულს, ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, სხვა პირებისთვის, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ. ბრალდებულები ამ გზით მიღებულ თანხას კი პირადად ისაკუთრებდნენ.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის შესახებ ცნობილი იყო ბრალდებული ი.კ.-სთვის, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.
დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული თარიღია - 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს. მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული...
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყებსი ცნობით,...
ხონის მუნიციპალიტეტში, 35 წლის, სამი შვილის დედა, ჟანა ლოგუა გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით ჟანა ლოგუას გული გაუჩერდა. „გარდაიცვალა 3 შვილის დედა ჟანა ლოგუა...
საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის...
30 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა. დღისით ჰაერი...
ვერძი მოდუნდით და მშვიდად მოიფიქრეთ, როგორ გადაანაწილოთ დრო და ენერგია პირადი და საოჯახო საქმეებისთვის. მოერიდეთ ისეთი საკითხების გადაჭრას, რაც თქვენგან დიდ ძალისხმევას და ბრძოლას მოითხოვს. კურო კარგი დროა, მგზავრობის დასაგეგმად,...
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6920, ევრო – 3.1499, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6358 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „ისანში“ კაცი ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც „პრაიმტაიმს“ თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, მგზავრი ცოცხალია, მას მატარებელი არ შეხებია. მის ამოსაყვანად ძაბვა დროებით გამორთეს. მათივე ცნობით, მომხდარის გამო, მოძრაობა...