ავტოსაგზაო შემთხვევა ვაზისუბანში – შუახნის კაცს ცემენტის მანქანა დაეჯახა. ქვეითი დაიღუპა , ინფორმაციას “მთავარი” ავრცლებს. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახურია მობილიზებული. ადგილზე იმყოფება შეჯახებაში მონაწილე მანქანის მძღოლიც. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა. „ბატონო პაატა, გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსნებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს...










