LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისში დაცვის თანამშრომელმა მოქალაქე სცემა

შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან – შსს

დაპოსტა 2019/10/29-ში
A A
70
ნახვა
გაზიარება

კიბერშეტევა შესაძლოა, განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამოძიების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა.

“მეგა ტვ” შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განაგრძობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს. მიმდინარეობს ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვინც შესაძლოა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, ასევე, ტარდება ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ამ დროისთვის, უმეტეს ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია. უახლოეს პერიოდში სხვა ვებგვერდების ფუნქციონირებაც სრულად აღდგება.

შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა.

ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დგინდება, რომ განხორციელდა კიბერშეტევა, რა დროსაც შეიცვალა ვებსაიტების მთავარი გვერდები – ე.წ. “დიფეისი” (Deface). დაზარალებული კომპანიების უდიდეს ნაწილს ჰოსტინგურ მომსახურებას უწევენ ქართული კერძო კომპანიები. თითოეულ ვებგვერდზე კიბერშეტევის სტილი არის იდენტური.

28 ოქტომბერს, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიბერშეტევა განხორციელდა ქართული ტელეკომპანიების სერვერებზეც. ამ ეტაპზე, აღნიშნული კომპანიების ვებსერვერებზე მსგავსი ტიპის კიბერშეტევა არ განხორციელებულა, თუმცა ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე უნებართვო შეღწევისა და მონაცემების უნებართვო შეცვლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ქუთაისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

თეგები: ვებ-გვერდებიკიბერუსაფრთხოებაკიბერშეტევა
გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა – მოზარდი ადგილზევე დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ფონიჭალაში 12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა - მოზარდი ადგილზევე დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Aktual. ge ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპული ფონიჭალის მკვიდრი, თაფდიგ ყაჰრამანოვია.

დაწვრილებითDetails

სოფელ მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

სოფელ მლეთაში ხუთდღიანი სამძებრო სამუშაოები დასრულებულია - 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის კვალის დასადგენად ყველა საეჭვო ტერიტორია სკანერებით და სპეც-ტექნიკით შეამოწმეს. ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რომელიც დაკარგული ბიჭის დედას ჰქონდა. როგორც...

დაწვრილებითDetails

“ტვ პირველი” მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინ “სქროლვა-სქრინვის” გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
“ტვ პირველი” მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინ “სქროლვა-სქრინვის” გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა
მთავარი

"ტვ პირველი" მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინი "სქროლვა-სქრინვის" გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება დღეს, რამდენიმე საათს წინ გამოაცხადეს. სხდომა, რომელზეც საჩივარს განიხილავდნენ, მოპასუხე მხარის გარეშე ჩასტარეს. "ტვ პირველის" არც ერთი წარმომადგენელი სხდომას არ ესწრებოდა -...

დაწვრილებითDetails

განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
მთავარი

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ მიიღო. შემთხვევა 2024 წლის ნოემბერში მოხდა. გოგონებს...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია მძღოლი, რომელიც გომის მთაზე ავარიის დროს მიკროავტობუსს მართავდა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები
მთავარი

დაკავებულია მძღოლი, რომელიც გომის მთაზე ავარიის დროს მიკროავტობუსს მართავდა. ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცი ამ დროისთვის საავადმყოფოში რჩება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მას წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ. შეგახსენებთ,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

სამართალდამცველების მიერ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 135 პირი. მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55...

დაწვრილებითDetails

კობა ფარტენაძის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტის კობა ფარტენაძის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. კერძოდ, ბრალდებულები 7000-7000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო,...

დაწვრილებითDetails

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ადვოკატი
მთავარი

ნატა ვიბლიანი, რომელიც ამბობს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სვანეთში თანასოფლელები სისტემატურად აუპატიურებდნენ,  პროკურატურამ ოფიციალურად სცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქალის უფლებადამცველი, ტარიელ კაკაბაძე ავრცელებს. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში...

დაწვრილებითDetails

ვიღაცას აწყობდა, რომ ჭეშმარიტება არ დადგენილიყო – 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ვერ­სია, თით­ქოს, მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა და მე­წყერ­მა მო­ი­ყო­ლა გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე. რაც უფრო მე­ტად მივ­დი­ვართ წინ, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში მით უფრო მე­ტად გა­მო­ი­რი­ცხე­ბა ეს ვერ­სია,- ამის შე­სა­ხებ 12 წლის წინ, მლე­თა­ში...

დაწვრილებითDetails

აშშ-ში ქართველ კაპიტანს 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
აშშ-ში ქართველ კაპიტანს 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
მთავარი

აშშ-ი სასამართლომ პატიმრობა და დეპორტაცია მიუსაჯა ქართველ კაპიტანს -  47 წლის ავთანდილ კალანდაძეს აშშ-ის სანაპირო დაცვისთვის თავს არიდებისა და ხომალდის გაჩერების შესახებ ბრძანების დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. სასამართლომ ქართველ კაპიტანს 10 თვით პატიმრობა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"