ნაციონალურმა მოძრაობამ ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილად პარლამეტში ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირა. კანონპროექტი ქუთაისისთვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
“მეგა ტვ”-მა ქუთაისში მოქალაქეებს კითხა თუ რას ფიქრობენ აღნიშნულ საკითხზე და როგორ აფასებენ ისინი საკითხს. აზრი ორად იყოფა , თუმცა მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ჩვენს მიერ გამოკითხული მოქალაქეები ქუთაისში შექმნილ ეკონომიკურ სოციალურ ვიტარებას არასახარბიელოდ აფასებენ.
მოქალაქეთა ნაწილი კი ქუთაისში პარლამეტის არსებობას ქალაქის განვითარებისათვის უალტერნატიოდ მიიჩნევს . „სამუშაო ადგილები გაჩნდება და ახალგაზრდობას მეტი პერსპექტივა ექნება არ დაიცლება ქალაქი“-აცხადებენ ისინი.
არიან ისეთებიც ვინც ქალაქისა და ქვეყნის განავითარებას არა პარლამეტის ადგილმდებარეობაში არამედ პარლამეტის უშუალოდ შემადგენლობასა და დეპუტატების კეთილსინდისიერებაში ხედავენ .
IDFI-ის კვლევის მიხედვით, ქ. ქუთაისის პარლამენტის მშენებლობის ხარჯებმა დაახლოებით 330 მილიონი ლარი შეადგინა, მიუხედავად იმ ფაქტისა, ახალი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით პარლამენტი კვლავ თბილისში დაბრუნდა. შედეგად მრავალმილიონიანი შენობა ამ ეტაპზე უფუნქციო და არც არავინ იცის როდის ან რა დატვირთვას შეიძენს ის სამომავლოდ.