ღაზის სექტორში, ისრაელის იერიშებს 47 ადამიანი ემსხვერპლა. “ცახალი” სახმელეთო ოპერაციას ღაზის ცენტრალურ ნაწილში დერ-ელ ბალახში და სამხრეთით, ხან-იუნისში ატარებს.
დღეს, ისრაელის მხარე, ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად, კაიროში ჩავიდა. მხარეები ღაზას და ეგვიპტის საზღვრის საკითხს განიხილავენ.
ისრაელს რაფაჰის გამშვებ პუნქტზე კონტროლის შენარჩუნება სურს, რასაც ეგვიპტე არ ეთანხმება.
გაეროში ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ამერიკის სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმებას მხარეებმა შესაძლოა მოკლე დროში მიაღწიონ.