ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, ათეულობით ადამიანი დაიღუპა ქალაქ ღაზაში სკოლაში მოწყობილ თავშესაფარზე ისრაელის ავიადარტყმის შედეგად. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ ადგილს შაბათს დაარტყეს და სამიზნედ სკოლაში განთავსებული, ჰამასის სამეთაურო ცენტრი დაასახელეს.
ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს მონაცემებით, დარტყმის შედეგად სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ათეულობით ადამიანი კი დაიჭრა.
BBC აღნიშნავს, რომ მონაცემების დაზუსტება ვერ მოხერხდა.