LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
”ქუთექსი”-ს თანამშრომლები საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავენ

”ქუთექსი”-ს თანამშრომლები საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავენ

დაპოსტა 2020/02/13-ში
A A
182
ნახვა
გაზიარება

სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან 13 თებერვალს, აქციას გამართავენ. როგორც საქართველოს პროფკავშირებიდან იუწყებიან, ფაბრიკის თანამშრომლები მოითხოვენ მათ მიერ 7 თვის წინ შეტანილი სარჩელების დროულად განხილვას და სამართლიანობის აღდგენას.

პროფკავშირების ცნობით, ტექსტილის კომპანია “ქუთექსმა” 2019 წლის ივლისის თვიდან მუშაობა შეწყვიტა და უარი თქვა დასაქმებულთა მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე, მათ შორის, მათი ხელფასის ანაზღაურებაზე. ამჟამად, სასამართლოში “ქუთექსის” 84 თანამშრომელს სარჩელი აქვს წარდგენილი და 4 თვის სახელფასო ანაზღაურებას ითხოვენ.

“დასაქმებულები აცხადებენ, რომ სასამართლო დავის განმავლობაში შ.პ.ს. ,,ქუთექსის’’ ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, მოტყუებით ცდილობს გააკოტროს კომპანია და შუამავლების მეშვეობით თავადვე შეიძინოს სამკერვალო ფაბრიკის მოძრავი ქონება, რომელსაც ამჟამად დასაქმებულთა სასარგებლოდ ყადაღა ადევს. ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში კი, ტექსტილის კომპანიის თანამშრომლები სახელფასო ანაზღაურების დავალიანების ამოღების პრაქტიკული შესაძლებლობის გარეშე რჩებიან.

ამ გეგმის განხორციელებას ხელს უწყობს ისიც, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ,,ქუთექსის’’ წინააღმდეგ სხვა მოსარჩელეების დავა, უჩვეულოდ სწრაფად დასრულდა, ხოლო მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება ,,ქუთექსმა’’ არც კი გაასაჩივრა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ,,ქუთექსი’’ დაინტერესებულია სასამართლოში თანამშრომელთა დავის გადაწყვეტამდე დაიწყოს იძულებითი აღსრულების პროცესი და ფაბრიკის მოძრავი ქონება, აუქციონზე არაადეკვატურად იაფად თავადვე შეიძინოს.

დასაქმებულები აცხადებენ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მათი სარჩელების განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება და მოსარჩელეთა შუამდგომლობებზე რეაგირების არ მოხდენა, ხელს უწყობს ,,ქუთექსის’’ კულუარული გეგმის განხორციელებას. ეს ყოველივე ქუთექსის თანამშრომლებს უჩენს მრავალ ლეგიტიმურ კითხვას, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს საკმარისზე მეტი საფუძველი აქვს გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან სხვაგვარად დააჩქაროს პროცესი. საყურადღებოა ისიც, რომ სხვა მოსარჩელემ ,,ქუთექსის’’ წინააღმდეგ დავა 3 თვეზე ნაკლებ დროში დაასრულა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

“ქუთექსის” თანამშრომლები მიმდინარე აღსრულების პროცესის შეჩერებასა და მათი სარჩელების დროულ განხილვას მოითხოვენ”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება76

დაკავშირებული -პოსტები

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. იმოქმედეთ თავდაჯერებულად, თუმცა მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.   კურო   ხელსაყრელი დღეა ფინანსურ საკითხებსა და პირად ურთიერთობებზე ზრუნვისთვის. მოთმინება სასურველ შედეგს მოგიტანთ....

დაწვრილებითDetails

12 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან მდგარი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოში უმეტესად უნალექოდ. საქართველოში იქროლებს...

დაწვრილებითDetails

ქართველ ემიგრანტებს ბანკმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ქართველ ემიგრანტებს ბანკმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა
მთავარი

ავ­სტრი­ა­ში, ქა­ლაქ ზალცბურ­გში ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს ბან­კმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა - მათ ფული უკან და­აბ­რუ­ნეს: "12 000 ევრო მო­ვი­თხო­ვეთ, რომ ბან­კში მო­ე­ცათ. დაგ­ვით­ვა­ლეს და გა­მოგ­ვა­ტა­ნეს.მთე­ლი...

დაწვრილებითDetails

„რატომ ქრება აფთიაქებიდან ბიუჯეტური წამლები?“

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
“მედიკამენტების ფასები რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფდა” – ჯანდაცვის სამინისტრო
მთავარი

"ვფიქრობ ამ თემას თქვენი დახმარება ესაჭიროება, რათა მედიის ავტორიტეტით გახმაურდეს პრობლემა, რომელსაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პერიოდულად განიცდის. ეს გახლავთ წამლების დეფიციტი, რომელიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში გვაგდებს მედიკამენტებზე დამოკიდებულებს, პრობლემა ახალი...

დაწვრილებითDetails

ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა
მთავარი

"სულ მეფიქრება, ამათგან ვინ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის? ყოველთვის ცალსახად მივდივარ ერთ დასკვნამდე: მერაბ მალანია და მისი ცოლ-შვილი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე წერს. "დღევანდელ პოსტს...

დაწვრილებითDetails

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ღვინის 58 ნიმუშში დარღვევა გამოვლინდა
ეკონომიკა

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს. bpn-ის ცნობით, აკრძალვა შეეხებათ შემდეგ კომპანიებს:  „თელიანი ველი“; „თბილღვინო“;...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ციხეში “ტვ პირველი” ერთ კვირაზე მეტია გათიშულია – ზურაბ ცეცხლაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა, ადვოკატი ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ ქუთაისის ციხეში ერთი კვირაა, რაც "ტვ პირველი" გათიშულია - ცეცხლაძის თქმით, ამის შესახებ პატიმრებმა მაშინ უთხრეს, როცა ქუთაისის ციხეში გიორგი კვიცარიძის...

დაწვრილებითDetails

“შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა”- ეროვნული ბანკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკი შპს „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა. „ეროვნული ბანკი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა, ნერვიულობისგან დაიღუპა მძღოლიც

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ამის გაგების შემდეგ ნერვიულობისგან დაიღუპა ავტომობილის მძღოლიც. ავარია 30 სექტემბერს მოხდა. ავტომობილის დაჯახების შედეგად მძიმედ დაშავებული მამაკაცი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა,...

დაწვრილებითDetails

“სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არ უსმენს იმას, რასაც ევროკავშირი ამბობს ” – პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა – ევროკავშირის ელჩი
მთავარი

უკვე ორ წელიწად-ნახევარია, რაც საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ტრაექტორია შეცვალონ თუ სერიოზულად დაინტერესებული არიან ოდესმე ევროკავშირში გაწევრიანებით, ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილია და უპრეცედენტო თავდასხმაა ევროკავშირზე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"