28 ივლისი ჰეპატიტებთან ბრძოლოს საერთაშორისო დღეა. ფართომასშტაბიან კამპანიას საქართველოც შეუერთდა. კვირეულის ფარგლებში ქუთაისში, ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სკრინინგ აქცია მოეწყო. აღსანიშნავია ისიც რომ 1 აგვისტოდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა სრულიად უფასო გახდა პაციენტებისთვის. ელიმინაციის პროგრამის მიზანი ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება და ახლი შემთხვევების აღმოცენების პრევენციაა. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში , საქართველოს მთავრობამ არსებითად გააძლიერა ძალისხმევა C ჰეპატიტის წინააღმდეგ საბრძოლველად ეროვნული პროგრამების დანერგვისა და ახალი ინიციატივების შემუშავების გზით .
ავარია თბილისში – რა მდგომარეობაა ადგილზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სანაპიროზე. დაშავებულთა მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. ინციდენტის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.









