28 ივლისი ჰეპატიტებთან ბრძოლოს საერთაშორისო დღეა. ფართომასშტაბიან კამპანიას საქართველოც შეუერთდა. კვირეულის ფარგლებში ქუთაისში, ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სკრინინგ აქცია მოეწყო. აღსანიშნავია ისიც რომ 1 აგვისტოდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა სრულიად უფასო გახდა პაციენტებისთვის. ელიმინაციის პროგრამის მიზანი ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება და ახლი შემთხვევების აღმოცენების პრევენციაა. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში , საქართველოს მთავრობამ არსებითად გააძლიერა ძალისხმევა C ჰეპატიტის წინააღმდეგ საბრძოლველად ეროვნული პროგრამების დანერგვისა და ახალი ინიციატივების შემუშავების გზით .
დღეს მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო ბრძოლა ჩატარდება
დღეს, აბუ დაბიში ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი რუს პიოტრ იანს შეხვდება. UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს დვალიშვილმა...









