LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისში ფილტვის კიბოს სკრინინგის საპილოტე პროგრამა იწყება

ქუთაისში ფილტვის კიბოს სკრინინგის საპილოტე პროგრამა იწყება

დაპოსტა 2021/02/03-ში
A A
36
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია სამედიცინო და ჰოსპიტალური სერვისების წარმომადგენლებს შეხვდა და ფილტვის კიბოს სკრინინგის საპილოტე პროგრამა წარუდგინა.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა პროგრამის იმპლემენტირების გზებზე და მულტიდარგობრივი თანამშრომლობის ფორმებზე იმსჯელეს.

„რა მნიშვნელობა აქვს ფილტვის კიბოს სკრინინგს და როგორია დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში გადარჩენადობის მაჩვენებელი, რა ფორმით იქნებიან ჩართული პირველადი ჯანდაცვის სექტორის და ჰოსპიტალური ქსელების წარმომადგენლები ბენეფიციარებთან კომუნიკაციაში, როგორია არსებული გამოცდილება, მედიკოსების რჩევები და უკუკავშირი – ამ და სხვა თემებზე ღია დისკუსიის მიზანი საპილოტე პროგრამის ეფექტიანი განხორციელება და ბენეფიციართა ჩართულობის უზრუნველყოფა იყო. ფილტვის კიბოს სკრინინგის მუნიციპალური პროგრამა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, სადეპუტატო ინიცირების ფარგლებში, შემუშავდა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებული პირველი პრევნციული პროგრამაა, რომლიც დაავადების ადრეულ დიაგნოსიტებას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, აქამდე არსებული მუნიციპალური პროგრამები მიმართული იყო დაავადებების შედეგების მართვაზე, პრევენციის მიმართულებით შემუშავებული პროგრამა კი, სრულიად ახალ მიდგომას დანერგავს ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანდაცვით პოლიტიკაში.

„ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული სიმსივნეა მთელს მსოფლიოში, მიუხედავად მკურნალობის ახალი მეთოდებისა, ყოველწლიურად ამ დაავადებას მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ამასთან ფილტვის კიბოს შორს წასულ შემთხვევბში გადარჩენადობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. გამომდინარე აქედან, შეიძლება ითქვას, რომ ამ დაავადების პრევენცია და ადრეული დიაგნოსტირება სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია. ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანდაცვითი პოლიტიკა მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული პროგრამების დანერგვას გულისხმობს, პროგრამის შემუშავების მიზანიც სწორედ ეს იყო. ამასთან, თუკი აქამდე არსებული მუნიციპალური პროგრამები უშუალოდ დაავადების შედეგებთან გამკლავებას ემსახურებოდა, ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა პრევენციაზეა მიმართული და დაავადებით გამოწვეული მოკვდაობის შემცირებას, ადრეული დიაგნოსტირებით ფილტვის კიბოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას და დაავადების პროგრესირების პრევენციას ისახავს მიზნად. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროგრამა პრეცენდენტულია და ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანდაცვით პოლიტიკაში ახალი მიდგომების დანერგვას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ პროგრამის იმპლემენტირების პროცესში ჩართული იქნებიან არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, არამედ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, პროფესიული კავშირები და დაავადების გავრცელების მაღალი რისკის შემცველი საწარმოები. მულტიდარგობრივი თანამშრომლობა შესაძლებლობას მოგვცემს უზრუნველვყოთ ბენეფიციართა მაქსიმალური ინფორმირებულობა და ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს პროგრამის ეფექტურ განხორციელებას“ ,- განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ფილტვის კიბოს სკრინინგის მუნიციპალური პროგრამა ითვალისწინებს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე, 50 წელს გადაცილებული თამბაქოს მომხმარებელი, პროფესიული რისკის მქონე საწარმოებში დასაქმებული, სოციალურად დაუცველი და მარტოხელა ბენეფიციარების მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევით უზრუნველყოფას. მათი განმარტებით, პროგრამა საპილოტეა და 2021 წლის ბიუჯეტში მის განსახორციელებლად 30 000 ლარი არის გამოყოფილი.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გეკა გელაძე უხელმძღვანელებს

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
შს მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძეს გეკა გელაძე შეცვლის.   ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისივე თქმით, გეკა გელაძის კანდიდატურა პარლამენტს...

დაწვრილებითDetails

სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილმა...

დაწვრილებითDetails

14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა, დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა, დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს. როგორც კობახიძე...

დაწვრილებითDetails

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე – online.naec.ge – 6 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 22 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6938 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6938 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6931 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 786 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.47%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ – 21 აპრილს მიცვალებულთა ხსენების დღეა

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
რა უნდა გააკეთოთ შობის დღესასწაულზე, ოჯახში კეთილდღეობა რომ დაგებედოთ
მთავარი

დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი გადაიხადა. ლოცვა მიცვალებულთათვის სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე უფალო, სულთა მიცვალებულთა, მონათა...

დაწვრილებითDetails

სასაზღვრო პოლიციამ 3 პირი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
სასაზღვრო პოლიციამ 3 პირი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 3 პირი, 1987 წელს დაბადებული ფ.დ., 1970 წელს დაბადებული...

დაწვრილებითDetails

სპეციალური ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
სპეციალური ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში
მთავარი

ამ წუთებში, სპეციალური ბრიფინგი იმართება ჯანდაცვის სამინისტროში, რომელსაც მიხეილ სარჯველაძე მართავს.  

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. "მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"