ქუთაისში საცხოვრებელი სახლი იწვის, როგორც “მეგა ტვ”-ს მოქალაქემ მოაწოდა ინფორმაცია შემთხვევა ნინოშვილის ქუჩაზე ხდება. ხანძარი სავარაუდოდ დენის გაყვანილობის გამო გაჩნდა.
ოჯახის ერთმა წევრმა სახეზე და ზედა კიდურებზე დამწვრობა მიიღო.
ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით ასი კვადრატული ფართობი დაიწვა.