11 აგვისტოს, პროტესტის “სირცხვილია” 53-ე დღეს თბილისის პარალელურად ქუთაისში ფლი მარკეტი გაიმართება.
აქცია-პერფომანსი მონ პლაზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 17:00 საათზე დაიწყება.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით ქუთაისელი მეწარმეები, ხელოვანები, ქუთაისში არსებული კომპანიები და სტარტაპები თავიანთ პროდუქციას გაყიდიან და შემოსული თანხის 20%-ს ნებაყოფლობით გადასცემენ აქციის “სირცხვილია” საორგანიზაციო ჯგუფს.
“თუ გსურთ, თქვენც გამოიტანოთ პროდუქცია გასაყიდად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. გელოდებით კვირას, 17:00-დან, ქვეყნის სამსახურში, ამჯერად ქუთაისში.” – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.