ქუთაისში მცხოვრებ 31 წლის ნიკა გაბრიაძეს ეძებენ.
როგორც “ინფო რუსთავს” ახალგაზრდა ბიჭის ოჯახის წევრმა განუცხადა, ბოლოს 1 იანვარს ნახეს.
“ბებიამ ნახა 1 იანვარს. იმის მერე არ უნახიათ. ტელეფონი არ ჰქონდა, შეიძლებოდა სხვადასხვა ნომრებით დაერეკა ვინმესთან, თუმცა არც ეგ გაგვიგია, რომ ვინმესთვის დაერეკა. ადრე მონასტერშიც დადიოდა ხოლმე და ვეძებთ მონასტერშიც”,- განუცხადა “ინფო რუსთავს” ახალგაზრდა ბიჭის ოჯახის წევრმა, შოთა გაბრიაძემ.
იმ შემთხვევაში თუ ახალგაზრდა ბიჭის ადგილსამყოფელის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას ფლობთ, დაუკავშირდით ოჯახის წევრს ნომერზე – 592 29 29 47.