დღეს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატია რეგისტრირებული. “ქართული ოცნებიდან” – დავით ერემეიშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან – პაატა ზაქარეიშვილი და პარტია “საქართველოდან”- გიორგი ამაღლობელი.
გიორგი ამაღლობელმა საკუთარი არჩევანი დღეს დილით არჩევანი #4 საარჩევნო უბანზე დააფიქირა და თქვა რომ ხმა ქუთაისის ახალ მომავალ მისცა.
საკუთარი არჩევანი დააფიქსირა დღეს ოჯახთან ერთად “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა დავით ერემეიშვილმა 64-ე საარჩევნო უბანზე, მისი თქმით არჩევანი გავაკეთე უკეთესი მომავლისათვის
რაც შეეხება “გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან ქუთაისის მერობის კანდიდატს, პაატა ზაქარეიშვილს ქუთაისში რეგისტრაცია არ აქვს და შესაბამისად თავისი არჩევანი ქუთაისში ვერ დააფიქსირა.
12:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე 21 848 ამომრჩეველი მივიდა.
როგორც ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი განმარტავს, ეს რეგისტირებული ამომრჩევლის 14,28%-ია.
მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რამე შეფერხება არ ყოფილა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ქუთაისში 77 საარჩევნო უბანია გახსნილი. ქალაქში სულ 153 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობს 12 პარტია, მათგან რვას აქვს ქუთაისში წარმოდგენილი პარტიული სიები, 5 მაჟორიტარობის 36 კანდიდატი და სამს მერობის კანდიდატი. საქართველოში 8 ოპოზიციური გაერთიანება ადგილოვრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის დიდი ნაწილი და სამოქალაქო სექტორი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხივს, ამ მოთხოვნით 300 დღეზე მეტია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. მასშტაბური საპროტესტო აქციაა დღე დაგეგმილი თბილსიში. 16:00 საათიდან.










