ქუთაისში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
”იმერეთში ჯამში 1 226 ნიმუში იქნა გამოკვლეული, საიდანაც 16 დადებითი შემთხვევა დაგვიდასტურდა. ეს ძირითადად მაინც უკავშირდება 32-ე სკოლის კლასტერს. რა თქმა უნდა კვლევა და კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს და ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება იმერეთში.” – განცხადა ზვიად შალამბერიძენ.
მისივე თქმით ქუთაისში სასტუმრო ”არგო” დღეიდან იმ კოვიდინფიცირებულების მიღებას დაიწყებს, რომლებთანაც ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.