ქუთაისში კოვიდინფიცირებული ქალი 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომელია. ასაკოვან ქალსა და მისი ოჯახის ორ წევრს კოვიდ19 გუშინ დაუდასტურდათ, ისინი მკურნალობას ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიან.
როგორც სკოლაში აცხადებენ შემთხვევის დადასტურების შემდეგ ყველა მასწავლებელს PCR ტესტირება ჩაუტარდა და თვითიზოლაციაში გადავიდნენ, განმეორებითი ტესტირება კი 20 სექტემბერს ჩაუტარდებათ.
ამასთან, ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყებაც გადაიდო. სასწავლო პროცესი სკოლაში 1 ოქტომბერს განახლდება.
დაინფიცირების წყარო ცნობილია და ის ე.წ. ქორწილის კლასტერს უკავშირდება.