ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა.
ტყიბულელმა ბავშვებმა ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატსის ბენეფიციარებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს. პანსიონატს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული “ანა-ბანას” ბავშვები და ხელოვნების სკოლის აღზსაზრდელები ესტუმრნენ და დევიზით ,,სიკეთე გადამდებია“ საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გამართეს.
ტყიბულიდან ჩასულებმა, ხანდაზმულებს თანაქალაქელებისგან შეგროვებული ტანსაცმელი, ტყიბულის მერის, თემური ჩუბინიძის, მერიის სამსახურის ხელმძღვანელების, ზოგიერთი თანამშრომლის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის და რამდენიმე მოქალაქის ფინანსური მხარდაჭერით შეძენილი სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.
აქცია-კონცერტის ინციატორი და ორგანიზატორი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ნელი ქარელი იყო.