LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ ქუთაისის აეროპორტში გაიზარდა

ფოტო: კახა მჭედლიძე

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 41.51%-ით გაიზარდა

დაპოსტა 2020/01/14-ში
A A
191
ნახვა
გაზიარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გასული 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 209 505 მგზავრს მოემსახურა.

2018 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 3.5%-ით (176 182 მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წელს), ხოლო 2017 წელთან შედარებით 27.63%-ით (1 127 787 მგზავრით მეტი ვიდრე 2017 წელს) არის გაზრდილი.

უფრო კონკრეტულად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 692 175 მგზავრს მოემსახურა, რაც 3.06%-ით (116 444 მგზავრით) ნაკლებია, ვიდრე 2018 წლის თორმეტი თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა, რაც გასული წლის 8 ივლისიდან, საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტით იყო განპირობებული. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 41.51%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 873 616 მგზავრი, რაც 256 243 მგზავრით მეტია ვიდრე 2018 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 624 151 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 4.22% ით (25 260 მგზავრით) მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია გასული წლის დაჯამებული მონაცემებით 8 625 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 767 მგზავრით, შესაბამისად 25.77%-ით მეტია ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ თორმეტ თვეში 1 966 მგზავრი მიიღო, რაც 384 მგზავრით მესტია (24%) ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.

2019 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 24 447 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 21 399-ს, ხოლო ჩარტერები – 3 048-ს. 2018 განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისებმა უმნიშვნელოდ, 0.65%-ით (159 რეისით) იკლო.

უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. 2019 წელს, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 24 911. 336 ტონა შეადგინა, რაც 543.49 ტონით, შესაბამისად, 2.14%-ით ნაკლებია ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) სტატისტიკური მონაცემებით მიხედვით, საქართველოში მომფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადები 2019 წელს – 2018 წელთან შედარებით 1.9 % -ით შემცირდა, გამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადები 1.7 % -ით შემცირდა, ხოლო შიდა ფრენები 12.3 % ით გაიზარდა. 12.7%-იანი კლება იყო გადამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადების კუთხით, რაც პაკისტანის საჰაერო სივრცის რამდენიმე თვიანი დახურვით და აზიიდან მომავალი საჰაერო მოძრაობის ნაკადების საქართველოს საჰაერო სივრცის გვერდის ავლით იყო განპირობებული.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

თეგები: აეროპორტიმგზავრებიმოგზაურობაქუთაისის აეროპორტი
გაზიარება115

დაკავშირებული -პოსტები

გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მე-8 ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

გარდაბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მე-8 ახალგაზრდა გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა. “ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია, შესაბამისი პროცედურები გაგრძელდა ტრავმატოლოგიაში. ოპერაციების დასრულების შემდგომ,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის წერილს ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის სამადლობელ წერილს ავრცელებს: „ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის სამადლობელი სიტყვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის XIV გაფართოებული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, ყვავილების მაღაზიაში ხანძარია

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
ქუთაისში, ყვავილების მაღაზიაში ხანძარია
მთავარი

ქუთაისში, ბალახვანში ყვავილების მაღაზიაში ხანძარია. როგორც მეგა ტვ-ს წყარო უყვება , მაღაზია ხანძრის გაჩენის დროს დაკეტილი იყო. არსებული ინფორმაციით არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და პოლიცია.

დაწვრილებითDetails

“წვიმა, ელჭექი, სეტყვა” – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის...

დაწვრილებითDetails

“ახალგაზრდა გოგოა გარდაცვლილი…” – რას ჰყვება თვითმხილველი სამგორის მეტროში დატრიალებულ ტრაგედიაზე

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
თბილისის მეტროს ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა
მთავარი

მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. თვითმხილველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „რამდენიმე წუთია მოვედი სახლში, საშინელ ფაქტს შევესწარი მეტროში - ახალგაზრდა გოგო, 30 წლისაც არ იყო... საბრალოს, მატარებლის...

დაწვრილებითDetails

ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის...

დაწვრილებითDetails

თაღლითობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, პოლონეთის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული პოლონეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობისთვის ინტერპოლის...

დაწვრილებითDetails

ქურდობის მცდელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნებამ ქურდობის მიზნით, სხვის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევა სცადა, თუმცა განზრახვა...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს. უწყების...

დაწვრილებითDetails

„აღარ მყავს მამიდა…“ – მზია ლომაია გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
ქუთაისში ეძებენ ქალბატონს, რომელიც დილით სახლიდან გავიდა
მთავარი

ქალი, რომელსაც ქუთაისში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ძმის შვილი, ირაკლი ლომაია ავრცელებს. „აღარ მყავს მამიდა... ის ჩვენ გარდაცვლილი ვიპოვეთ“, - წერს ირაკლი ლომაია სოციალურ ქსელში. მზია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"