ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით.
საბავშვო ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოებს ასრულებს ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდზედამხედველობის სამსახური. მიმდინარეობს როგორც შენობების შიდა პერიმეტრის შეწამვლა, ასევე სათამაშოების მექანიკური დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით.
დაყოვნების დროის ( 24 საათი) გასვლის შემდეგ კი მოხდება შენობების გენერალური დასუფთავება.
სადეზინფექციო სამუშაოები დღეს დილით დაიწყო და ეტაპობრივად მოიცავს ქალაქის ყველა საბავშვო ბაგა- ბაღს.
ქუთაისში ამერიკელი არქიტექტორები იმყოფებოდნენ
,,როგორც ცნობილია, ქუთაისში მთავრობის გადაწყვეტილებით შენდება საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტის სასახლე. არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანიამ „დემარკმა“ პროექტში პარტნიორის სტატუსით ჩართო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტული ინფრასტრუქტურის საპროექტო ორგანიზაცია Gensler,...










