ქუთაისის ნაწილს გაზის მიწოდება აღუდგა, ნაწილს კი ბუნებრივი აირი ეტაპობრივად ჩაერთვება – ამის შესახებ “მეგა ტვ”-ს “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომაგენელმა განუცხადა.
მისივე თქმით ამ ეტაპზე სრულად ჩაირთო ავტოქარსხნის დასახლება, ირაკლი აბაშისა და ბუხაიძის ქუჩები, ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგა ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოს.
“ხვალ დილით სოკლესბ ბაღებს ციხეს და პურის საცხობებს თუ რაიმე ტექნიკური პრბლემა არ იქნება. სოკარი მუშაობს.
“ქუჩებში 90 კაცი მუშაობს. ძალიან მძიმე სამუშაოებია გასაწევი. იმისათვის რომ გაზის მიწოდება აღდგეს ჯერ აუცილებელია დაიკეტოს ყველა მილი, რათა რაიმე არ აფეთქდეს. ყველა კორპუსსა და ობიექტს ინდივიდუალურად ვამოწმებთ და ვრთავთ. ხვალ დილით ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგებათ სკოლებს, ბაღებს, ციხესა და პურის საცხობებს თუ რაიმე ტექნიკური პრობლემა არ შექიმნა.” – განაცხადა “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენელმა “მეგა ტვ”-თან საუბრისას.
ქუთაისში დღეს ბუნებრივი აირის მიწოდება 44 000-მდე აბონენტს ჰქონდა შეწყვეტილი, რის მიზეზადაც ყინვის შედეგათ დაზიანება დასახელდა.
“ხვალ ნუ შეწუხდებით, გავიყინები ხვალამდე”- რას წერენ მოქალაქეები ქუთაისში გათიშულ გაზზე