ქუთაისის ინფექციურში ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ მათ შორის ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
“ამ ეტაპზე კლინიკაში გვაყვს 61 კოვიდინფიცირებული პაციენტი, აქედან 29 არის ბავშვი, 32 არის მოზრდილი. 14 მათგანში პროცესი მიმდინარეობს პნევმონიით. დანარჩენ მათგანში გამოხატულია სიმპტომატიკები, მათ შორის ტემპერატურა და ფაღარათი. ისინი ითვლებიან საშუალო სიმძიმის პაციენტებად.
61 პაციენტიდან 2 შედარებით არის მძიმე, ესენი არიან ერთი ქალბატონი, რომელიც დაახლოებით ერთი საათის წინ შემოგვიყვანეს კლინიკაში, მას სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები აღენიშნება, ასევე მეორე პაციენტი გვყავს მძიმე, რომელიც არის მამაკაცი აფხაზეთიდან. ეს მამაკაცი ჯერ-ჯერობით რჩება მართვითი სუნთქვის აპარატზე.
ყველაზე პატარა გვყავს სამი თვის ჩვილი, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია და ითვლება როგორც მსუბუქი პაციენტად.” – განაცხადა ქუთაისის ინფექციურ კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძემ.