ქუთაისის ინფექციურ კლინიკას ოთხი კოვიდინფიცირებული დაემატა. მათგან ორი ქუთაისის, ორი კი აჭარის კლასტერიდანაა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში 34 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.
“დაგვემატა ოთხი ინფიცირებული პაციენტი,მათგან ორი ქუთაისის 32-ე სკოლის კლასტერია, ორი კი აჭარის კონტაქტი.ამ დროისთვის გვყავს 34 პაციენტი, მათ შორის 7 პნევმონიით”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს „რეკრეაციულ ნარკოტიკებსა და სინჯების...










