წყალტუბოში, კარანტინში მყოფი ორი მოქალაქე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ ნაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ. ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს.
როგორც ექიმი, თემურ ნადირაძემ აცხადებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისივე თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის სულ რვა პაციენტია მოთავსებული. მათგან ერთ-ერთი პაციენტი სხვა კლინიკიდან პნევმონიიით გადაიყვანეს, რომელსაც უცხოელებთან ჰქონდა კონტაქტი.
როგორც ნადირაძემ განმარტა, ხუთი პაციენტის ანალიზის პასუხებს ლუგარის ლაბორატორიიდან დღის მანძილზე ელოდებიან, სამის კი დღეს გადაიგზავნება.
ექიმის თქმით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი ბოქსირებულ და ნახევრად ბოქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებული.