ქუთაისის ინფექციურში ახალი კორონავირუსით ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მოათავსეს. წყვილი ლენტეხიდანაა. მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ცხელების ცენტრს მიმართეს, სადაც ვირუსი დაუდასტურდათ. როგორც ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან იუწყებიან პაციენტებს პნევმონია და თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებათ. კოვიდ ინფიცირებულებს შესაბამისი მკურნალობა ბოქსირებულ განყოფილებაში უტარდებათ.
ქუთაისის “ტორპედოს“ ფანკლუბი “ჯუნგლები“ პროტესტის ნიშნად თამაშებზე სიარულს წყვეტს
ქუთაისის "ტორპედოს“ ფანკლუბი "ჯუნგლები“ პროტესტის ნიშნად თამაშებზე სიარულს წყვეტს. გულშემატკივრების განცხადებით, ისინი ტრიბუნაზე მანამ არ დაბრუნდებიან, სანამ გუნდის მთავარი მწვრთნელი დირკ შუსტერი პოსტს არ დატოვებს და კლუბში რადიკალური ცვლილებები არ...









